ძაღლის ჯიშები

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელს პრიალა, აბრეშუმისებრი ბეწვით, გრძელი ყურებით და დიდი, მრგვალი თვალებით იოლად ამოიცნობთ. აღმოსავლეთ აზიიდან  ევროპაში ჩამოსული ეს პატარა ძაღლი წარმოუდგენლად მოსიყვარულე და კომუნიკაბელურია. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სათამაშო ჯიშის სინაზეს სპორტული სპანიელის ხალისსა და ათლეტურობასთან აერთიანებენ. 

მათი სილამაზე და ტემპერამენტი არავის ტოვებს გულგრილს. როგორც სპანიელის ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წარმომადგენელი, კავალერ ჩარლზი კარგად ეგუება შინაურ ცხოვრებას და სწრაფად ხდება ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ადაპტირებადი ბუნების გამო, ეს კომპანიონი ცხოველები თანაბრად ეგუებიან როგორც აქტიურ, ისე პასიურ მფლობელებს. მათი ტემპერამენტი ხშირად სწორედ კომპანიონი ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მხიარულება
  • სინაზე
  • ერთგულება
  • კომუნიკაბელურობა
  • გონიერება
  • ელეგანტურობა
    • ზომა

    კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 30-33 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 48-51 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 5.9-დან 8.2 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 52-72 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    დღეში ერთხელ დავარცხნისა და გასეირნების შემდეგ სათანადოდ შემოწმების შემთხვევაში, კინგ ჩარლზ სპანიელის აბრეშუმისებრ ბეწვზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას არ საჭიროებს.  

    კავალერ სპანიელის ბეწვს ოთხი განსხვავებული ფერის ვარიაცია აქვს: თეთრი წაბლისფერი ლაქებით, თეთრი შავი ლაქებით, შავი რუხი ლაქებით და ლალისფერი. ბეწვის ცვენის თავიდან ასაცილებლად, მათ რეგულარული დავარცხნა ესაჭიროებათ. თუმცა, მოვლის პროცესის გასაადვილებლად და სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად,  კომპანიონი ადამიანების გარკვეული ნაწილი კავალერ სპანიელის ბეწვის მოკლედ შეჭრას ანიჭებს უპირატესობას.