კატის ჯიშები

რუსული ლურჯი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

რუსული ლურჯი

რუსული ლურჯი თვალწარმტაცი ბეწვითა და ნათელი მწვანე თვალებით იპყრობს კატების მოყვარულთა გულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მშვიდი და მოსიყვარულე კომპანიონები არიან, მეგობრულობით გამოირჩევიან და მრავალფეროვან ოჯახურ სიტუაციებსაც საკმაოდ იოლად ეგუებიან. 

ამ კატებს არც მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვა კომპანიონ ცხოველებთან თანაცხოვრება უჭირთ. ჰიპოალერგიული ბეწვი მათ ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვისაც შესაფერის თანამგზავრად აქცევს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მეგობრული ტემპერამენტი 
  • გონიერება
  • ცნობისმოყვარეობა
  • დამოუკიდებლობა
  • თავშეკავებულობა
  • ელეგანტურობა
  • სიმშვიდე
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    რუსული ლურჯის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 38-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული რუსული ლურჯი 3 კილოგრამიდან 7 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    Რუსული ლურჯის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    რუსულ ლურჯ კატას მოკლე, მონაცრისფრო-მოლურჯო ფერის ბეწვი ამშვენებს. ეს უნიკალური საფარი მხოლოდ დამახასიათებელ იერს არ სძენს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს, ის ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი ცივი ამინდის პირობებშიც შესანიშნავად უზრუნველყოფს მის დაცვას.

    რუსული ლურჯი მინიმალურ მოვლას საჭიროებს. თუმცა, მისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად, სასურველია კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავვარხნოთ. ჩრდილოეთის მკვიდრ ამ ჯიშს ხშირად შეხვდებით ჰიპოალერგიული კატების სიაში. ეს განსაკუთრებით სასიხარულო იმ ადამიანებისთვის არის, რომლებიც ალერგიის გამო ამბობენ უარს კომპანიონი ცხოველის ყოლაზე.

  • ჯიშის ხასიათი

    რუსული ლურჯი კატები მოკრძალებული და თავშეკავებული ბუნებით არიან ცნობილი. მათ ხშირად აღწერენ, როგორც დაკვირვებულ და ცნობისმოყვარე კომპანიონებს. გონიერების გამო, ჯიშის წარმომადგენლებს ფიზიკურ აქტივობებთან ერთად გონებრივი სტიმულაციაც ესაჭიროებათ. 

    თავშეკავებული ბუნების მიუხედავად, ჯიში უაღრესად მოსიყვარულეა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ძლიერ ემოციურ კავშირს აყალიბებენ კომპანიონ ადამიანებთან და ერთგულებასთან ერთად ღრმა თანაგრძნობის უნარსაც ხშირად გამოხატავენ მათდამი.

    სიამის კატის მსგავსად, რუსული ლურჯიც საკმაოდ ვოკალურია და ამ უნარს ყველაზე ხშირად კომპანიონ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ის არასდროს გამოხატავს უკმაყოფილებას თუ სახლში დიდი ხნის განმავლობაში უწევს მარტო დარჩენა. 

    რუსულ ლურჯ კატებს განსაკუთრებით დამალული ნივთების ძიება და მაღალ ადგილებზე მოკალათება მოსწონთ. ეს მათთვის ადამიანებსა და სიტუაციებზე დასაკვირვებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    სხვა კომპანიონი ცხოველებისგან განსხვავებით, რუსული ლურჯი კატა, ჯიშისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის სტანდარტული პრობლემებისადმი მიდრეკილი არ არის. თუმცა, ცხადია, ამ მოცემულობის უცვლელად შესანარჩუნებლად თქვენი, როგორც კომპეტენტური მშობლის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ყველა კატა უნიკალურია და თითოეულ მათგანს განვითარების ყოველ ეტაპზე განსაკუთრებული საკვები ესაჭიროება. მაგალითად, ახალდაბადებული კნუტების კვება ზრდასრული კატების კვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ეს გასაკვირი არც არის, რადგან კნუტის რაციონი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების განსხვავებულ ბალანსს საჭიროებს. 

    თუ განვითარების ადრეულ ეტაპზე, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები დედის რძიდან იღებენ ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს, ზრდასრულ ასაკში მათ სპეციალურად კატებისთვის შექმნილი, მაღალი ხარისხის საკვები ესაჭიროებათ. 

    ცნობილი ფაქტია, რომ რუსული ლურჯი კატები არასდროს ამბობენ უარს საკვებზე, ამიტომ კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მათი წონის მონიტორინგია. თქვენი კატისთვის ოპტიმალური წონის შენარჩუნება საუკეთესო გზაა წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, როგორიც დიაბეტი და ართრიტია.

    ნუტრიციოლოგთან კონსულტაციამდე და თქვენი კომპანიონი ცხოველის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გრაფიკის დადგენამდე, გირჩევთ ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი ერთსა და იმავე დროს, დღეში ორ-სამჯერ გამოკვებოთ. საკვების შეფუთვაზე დატანილი მითითებები ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

    ნუ დაივიწყებთ ნურც ჰიდრატაციის მნიშვნელობას. სათანადო ოდენობით მიღებული წყალი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს საჭმლის მონელებასთან ერთად საშარდე გზების პრობლემების თავიდან აცილებაშიც დაეხმარება.

    რუსული ლურჯი კატები მეტისი კატებისგან განსხვავებით უპრეტენზიო საჭმლის მომნელებელი სისტემით არ არიან დაჯილდოვებული.  ამიტომ, მოერიდეთ მათთვის თქვენი საკვების შეთავაზებას და მისი წახალისების სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი მხოლოდ სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი საკვები გამოიყენეთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ამ იშვიათი ჯიშის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა ითვლება, რომ რუსული ლურჯი რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მთავარანგელოზის კუნძულზე (არხანგელსკი) გაჩნდა. სწორედ წარმოშობის ადგილის გამო უწოდებდნენ მათ ადგილობრივები მთავარანგელოზის კატებს. კატების მოყვარულთა ასოციაციის თანახმად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები რუსეთის მეფეების მიერ მოშენებული კატების შთამომავლები არიან. 

    რუსული ცისფერი ჩრდილოეთ რუსეთიდან ინგლისსა და ჩრდილოეთ ევროპაში გემით, 1860-იანი წლების შუა ხანებში, მიგრირდა. ის საჯაროდ, 1875 წელს,  ლონდონის კრისტალ პალასში გამოჩნდა პირველად. 

    რუსული ლურჯი კატის პოპულაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში შემცირდა. თუმცა, ჯიშზე ზრუნვას და მის შენარჩუნებას სკანდინავიასა და ბრიტანეთში მაინც აქტიურად ცდილობდნენ. 

    ომის შემდეგ, სელექციონერები განსაკუთრებული ძალისხმევით შეუდგნენ ამ უნიკალური ჯიშის კიდევ უფრო მეტად დახვეწას. ზოგიერთმა ინგლისელმა სელექციონერმა ამ პროცესისთვის ბრიტანული მოკლებეწვიანი არჩია, ზოგმაც კი სიამის კატებს მიანიჭა უპირატესობა.