კატის ჯიშები

რუსული ლურჯი

  • ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

რუსული ლურჯი

რუსული ლურჯი თვალწარმტაცი ბეწვითა და ნათელი მწვანე თვალებით იპყრობს კატების მოყვარულთა გულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მშვიდი და მოსიყვარულე კომპანიონები არიან, მეგობრულობით გამოირჩევიან და მრავალფეროვან ოჯახურ სიტუაციებსაც საკმაოდ იოლად ეგუებიან. 

ამ კატებს არც მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვა კომპანიონ ცხოველებთან თანაცხოვრება უჭირთ. ჰიპოალერგიული ბეწვი მათ ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვისაც შესაფერის თანამგზავრად აქცევს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მეგობრული ტემპერამენტი 
  • გონიერება
  • ცნობისმოყვარეობა
  • დამოუკიდებლობა
  • თავშეკავებულობა
  • ელეგანტურობა
  • სიმშვიდე
  • ზომა

    რუსული ლურჯის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 38-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული რუსული ლურჯი 3 კილოგრამიდან 7 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    Რუსული ლურჯის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    რუსულ ლურჯ კატას მოკლე, მონაცრისფრო-მოლურჯო ფერის ბეწვი ამშვენებს. ეს უნიკალური საფარი მხოლოდ დამახასიათებელ იერს არ სძენს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს, ის ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი ცივი ამინდის პირობებშიც შესანიშნავად უზრუნველყოფს მის დაცვას.

    რუსული ლურჯი მინიმალურ მოვლას საჭიროებს. თუმცა, მისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად, სასურველია კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავვარხნოთ. ჩრდილოეთის მკვიდრ ამ ჯიშს ხშირად შეხვდებით ჰიპოალერგიული კატების სიაში. ეს განსაკუთრებით სასიხარულო იმ ადამიანებისთვის არის, რომლებიც ალერგიის გამო ამბობენ უარს კომპანიონი ცხოველის ყოლაზე.