ძაღლის ჯიშები

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელს პრიალა, აბრეშუმისებრი ბეწვით, გრძელი ყურებით და დიდი, მრგვალი თვალებით იოლად ამოიცნობთ. აღმოსავლეთ აზიიდან  ევროპაში ჩამოსული ეს პატარა ძაღლი წარმოუდგენლად მოსიყვარულე და კომუნიკაბელურია. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სათამაშო ჯიშის სინაზეს სპორტული სპანიელის ხალისსა და ათლეტურობასთან აერთიანებენ. 

მათი სილამაზე და ტემპერამენტი არავის ტოვებს გულგრილს. როგორც სპანიელის ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წარმომადგენელი, კავალერ ჩარლზი კარგად ეგუება შინაურ ცხოვრებას და სწრაფად ხდება ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ადაპტირებადი ბუნების გამო, ეს კომპანიონი ცხოველები თანაბრად ეგუებიან როგორც აქტიურ, ისე პასიურ მფლობელებს. მათი ტემპერამენტი ხშირად სწორედ კომპანიონი ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მხიარულება
  • სინაზე
  • ერთგულება
  • კომუნიკაბელურობა
  • გონიერება
  • ელეგანტურობა
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 30-33 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 48-51 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 5.9-დან 8.2 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 52-72 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    დღეში ერთხელ დავარცხნისა და გასეირნების შემდეგ სათანადოდ შემოწმების შემთხვევაში, კინგ ჩარლზ სპანიელის აბრეშუმისებრ ბეწვზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას არ საჭიროებს.  

    კავალერ სპანიელის ბეწვს ოთხი განსხვავებული ფერის ვარიაცია აქვს: თეთრი წაბლისფერი ლაქებით, თეთრი შავი ლაქებით, შავი რუხი ლაქებით და ლალისფერი. ბეწვის ცვენის თავიდან ასაცილებლად, მათ რეგულარული დავარცხნა ესაჭიროებათ. თუმცა, მოვლის პროცესის გასაადვილებლად და სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად,  კომპანიონი ადამიანების გარკვეული ნაწილი კავალერ სპანიელის ბეწვის მოკლედ შეჭრას ანიჭებს უპირატესობას. 

  • ჯიშის ხასიათი

    ინგლისური სათამაშო სპანიელის სახელით ცნობილი კავალერ კინგ ჩარლზი მოსიყვარულე და ჭკვიანი კომპანიონი ცხოველია. ადაპტირებადი ბუნების გამო, ის ბავშვების მსგავსად, სხვა შინაურ ცხოველებთანაც ჰარმონიულად თანაცხოვრობს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ხშირად ავლენენ მეგობრულ დამოკიდებულებას კომპანიონი ადამიანების მიმართ. მათი ტემპერამენტი მშვიდი და ადაპტირებადია. 

    ნაზი და თავშეკავებული ხასიათის გამო, ინგლისური და ამერიკული სპანიელების მსგავსად, კავალერ სპანიელებიც ყველაზე ნაკლებად ხმაურიანი ადამიანების გვერდით, ქაოტურ გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. სწორედ ამიტომ, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები დატვირთულ ურბანულ ცხოვრებას წყნარ და პროგნოზირებად გარემოში ბინადრობას ამჯობინებენ. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება. 

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, ვეტერინარულ კლინიკაში რეგულარული ვიზიტი მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    სირინგომიელია

    სირინგომიელია ზურგის ტვინში სითხით სავსე კისტის ჩამოყალიბებას იწვევს. დაავადება ტვინსა და სხეულს შორის არსებულ კომუნიკაციას არღვევს და ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორიც სისუსტე, ტემპერატურისადმი მგრძნობელობა, კუნთების ატროფია და გამონაყარია. სიმპტომები, როგორც წესი, ნელა ვითარდება და დაავადების პროგრესირების გვიანდელ ეტაპზე იჩენს თავს. 

    მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა ზურგის ტვინის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, პირველივე სიმპტომის  გამოვლენისთანავე მიმართოთ ვეტერინარს  და შესაბამისი დიაგნოსტიკური ტესტებით შეაფასოთ კომპანიონი ცხოველის ხერხემლის ჯანმრთელობა.  

    მიტრალური სარქვლის დაავადება

    მიტრალური სარქვლის დაავადება გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველს დისფუნქციურს ხდის. შესაძლოა ამ დროს, სარქვლის კარედები ბოლომდე არ დაიხუროს და ამან სისხლის უკან, მარცხენა წინაგულში გადასვლა გამოიწვიოს. მკურნალობის გარეშე, ამ მდგომარეობამ შესაძლოა გულის კუნთის დაზიანება გამოიწვიოს. დაავადების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვეტერინართან ვიზიტების დროული დაგეგმვა, წონის მონიტორინგი და სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი, მაღალი ხარისხის საკვების მიღებაა. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    მოსიყვარულე ბუნებითა და ელეგანტური გარეგნობით ცნობილ ამ პატარა ძაღლებს მათ ზომაზე, ასაკსა და ენერგეტიკულ დონეზე მორგებული რაციონი ესაჭიროებათ. განვითარების ადრეულ ეტაპზე, კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელმა პატარა ან სათამაშო ჯიშის ლეკვებისთვის შექმნილი, სრულად დაბალანსებული საკვები უნდა მიირთვას. სპეციალურად ლეკვებისთვის შემუშავებულ ფორმულაში დამატებული საკვები ნივთიერებები ჩვენს პატარა კომპანიონ ცხოველებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში დაეხმარება. 

    ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებებიც იზრდება. მათ უფრო დიდი რაოდენობით ესაჭიროებათ საკვები, თუმცა, ლეკვებისგან განსხვავებით დღეში მხოლოდ 2-ჯერ საჭიროებენ კვებას. 

    კუნთების მასისა და ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ზრდასრულ კავალერ სპანიელს მაღალი ხარისხის ცილებით მდიდარი საკვები სჭირდება. ზრდასრული კავალერ სპანიელისთვის რეკომენდირებული საკვები კომპანიონი ცხოველის სასიცოცხლო ფუნქციების მხარდასაჭერად საჭირო ყველა ძირითადი ვიტამინისა და მინერალის სწორ ბალანსს უნდა უზრუნველყოფდეს. 

    ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად, უარი თქვით თავისუფალ კვებაზე და ნუტრიციოლოგთან კონსულტაციამდე საკვების შეფუთვაზე დატანილი მითითებებით იხელმძღვანელეთ. 

    გახსოვდეთ, დაბალანსებული საკვების მიღების შემთხვევაში, ჩვენი კავალერ სპანიელი დამატებითი ნუტრიენტების მიღებას არ საჭიროებს. ეს განსაკუთრებით ადამიანისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ეხება. მათი მიღება შესაძლოა მომწამვლელიც კი აღმოჩნდეს კავალერ სპანიელისთვის. განსაკუთრებული ყურადღება შოკოლადის, ყავის, ალკოჰოლის, ყურძნის, ავოკადოსა და ხახვის მიმართ გამოიჩინეთ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    კავალერი კინგ ჩარლზ სპანიელი, ვიქტორიანულ ეპოქაში, ისეთი აზიური სათამაშო ჯიშებისგან გამოიყვანეს, როგორიც, მაგალითად, მოპსია. ამ ტიპის სპანიელს, თავდაპირველად, სწორედ მოპსის მსგავსი ბრტყელი სახე და მომრგვალებული თავის ქალა ჰქონდა. 

    დროთა განმავლობაში, კავალერი გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, 1920-იან წლებში ამერიკელმა როსველ ელდრიჯმა ფულადი პრიზი დააწესა იმ ბრიტანელი სელექციონერებისთვის, რომლებიც კავალერი კინგ ჩარლზ სპანიელის რეპროდუცირებას და ჯიშის რაოდენობის ზრდას შეძლებდნენ.

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სათამაშო სპანიელების სახელით მოიხსენიებოდნენ და ფერის მიხედვით ოთხ განსხვავებულ ჯგუფად იყოფოდნენ. შავი, ცნობილი როგორც მეფე ჩარლზი, თეთრი, ცნობილი როგორც ბლენჰეიმი, სამფეროვანი, ცნობილი როგორც პრინცი ჩარლზი და ჟღალი, ცნობილი, როგორც რუბი.

    მოგვიანებით ოთხივე ვარიაცია ერთ ჯიშად გაერთიანდა. Kennel Club-მა მათ სათამაშო სპანიელები უწოდა. თუმცა, მეფე ჩარლზ II-ის ჯიშისადმი სიყვარულის გამო, მალე მათ კავალერ ჩარლზ სპანიელი ეწოდათ. ჯიშს ოფიციალური სტატუსი ბრიტანეთის მიერ 1945 წელს მიენიჭა. თუმცა, ამერიკაში ის მხოლოდ 1996 წელს იქნა აღიარებული. 

    მეფე ჩარლზის მსგავსად, დედოფალ ვიქტორიასაც ძალიან უყვარდა ეს ჯიში. მისი კავალერი კინგ ჩარლზ სპანიელი, დეში, მის უახლოეს ბავშვობის თანამგზავრად მოიხსენიებოდა.