Dog Breeds

გერმანული პინჩერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

Dog Breeds

გერმანული პინჩერი

გერმანული პინჩერი უძველეს გერმანულ ჯიშებს შორის ერთ-ერთია. ეს ენერგიული და გონიერი ძაღლები, თავდაპირველად, ვირთხებზე ნადირობის მიზნით გამოიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, დამოუკიდებლობისა და გამბედაობის ძლიერი გრძნობით, გერმანული პინჩერი კომპანიონი ადამიანების უშიშარ მცველად და ოჯახის მნიშვნელოვან წევრად იქცა. გონიერება და ბუნებრივი დამცველობითი ინსტინქტები მას დღესაც შესანიშნავ თანამგზავრად აქცევს აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • კვირაში ერთხელ მოვლის საჭიროება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • თავდაჯერებულობა
  • სიმამაცე
  • დამოუკიდებლობა
  • გონიერება
  • სიფრთხილე
  • მხიარულება
  • თანდაყოლილი დამცველობითი ინსტინქტი
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    მდედრი და მამრი გერმანული პინჩერის სიმაღლე 43-51 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ,  58-69 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    გერმანული პინჩერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 11-დან 20 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    გერმანული პინჩერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-78 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული. 

    • ბეწვის საფარი

    გერმანული პინჩერის მოკლე, გლუვი ბეწვი მხოლოდ კვირაში ერთხელ საჭიროებს დავარცხნას. ჩამოცვენილი ბეწვის მოსაშორებლად და კანზე ბუნებრივი ზეთების გადასანაწილებლად, როგორც წესი, სულ ეს არის, რაც ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ესაჭიროებათ. 

    სხვა კომპანიონი ცხოველების მსგავსად, გერმანული პინჩერის ბეწვის ცვენის ინტენსივობაც გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმატებს. ავეჯსა და ტანსაცმელზე დატოვებული ბეწვის რაოდენობის შესამცირებლად, შესაძლოა ამ პერიოდში უფრო ხშირად გახდეს საჭირო მათი დავარცხნა. 

     

  • ჯიშის ხასიათი

    გერმანული პინჩერი უსაზღვრო ენერგიის მქონე, აქტიური ჯიშია. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები გონიერებით გამოირჩევიან და, როგორც წესი, ბრძანებების დასწავლაც იოლად შეუძლიათ. ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობისთვის მათ ყოველდღიური ვარჯიში ესაჭიროებათ. ველოსიპედით სიარული, სეირნობა, სირბილი, ლაშქრობა და ენერგიული თამაშები, მათი აქტიური ცხოვრების მხარდასაჭერად რეკომენდირებული აქტივობების მცირე ჩამონათვალია. 

    თუ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად გადაწყვეტთ სეირნობას, ეცადეთ შეძლებისდაგვარად ხშირად შეცვალოთ მარშრუტი. ასე, ცნობისმოყვარე გერმანულ პინჩერს კიდევ უფრო მეტად დააინტერესებთ. გახსოვდეთ, უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა გერმანული პინჩერი ჰიპერაქტიური გახდეს და პრობლემური ქცევები განუვითარდეს. 

    გერმანული პინჩერები, როგორც წესი, მოსიყვარულე კომპანიონები არიან. თუმცა, თუ საფრთხეს იგრძნობენ და სათანადოდ  სოციალიზებული არ იქნებიან, შესაძლოა უცხო ადამიანების გარემოცვაში აგრესია გამოავლინონ. ამის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე თქვენს ძაღლს სათანადო სიხშირით აქვს შეხება სხვა შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით კატებთან. 

    წვრთნა ადრეულ ასაკში დაიწყეთ და კარგი ჩვევების სწავლებისას მხოლოდ ჯილდოზე დაფუძნებული, წვრთნის პოზიტიური მეთოდები გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, შესაძლოა უხეშმა მოპყრობამ თქვენსა და თქვენს ოთხფეხა მეგობარს შორის უთანხმოება გამოიწვიოს. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    კატარაქტა 

    კატარაქტა კომპანიონი ცხოველის მხედველობის თანდათანობით გაუარესებას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს. თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. 

    მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი დაავადებების მართვა ხშირად ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას. როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    გერმანული პინჩერის კვებისას მნიშვნელოვანია შევარჩიოთ საკვები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჯიშის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს მაღალი ხარისხის ცილებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ. 

    ჩვეულებისამებრ, ზრდასრულ გერმანულ პინჩერს დღეში ორჯერ (დილით და ღამით) ესაჭიროება კვება. თუმცა, თუ გრაფიკი ამის შესაძლებლობას მოგცემთ, შეგიძლიათ კომპანიონ ცხოველს მცირე პორციებით უფრო ხშირად გაუმასპინძლდეთ. აქტიური ცხოვრების წესის მიუხედავად, გადაჭარბებულმა კვებამ შესაძლოა სიმსუქნე და სახსრების პრობლემები გამოიწვიოს. 

    ზრდის პროცესისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებებზე მაღალი მოთხოვნის გამო, ლეკვებს უფრო ხშირად უნდა გავუმასპინძლდეთ. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მათ სრულად დაბალანსებული პრემიუმ მშრალი საკვები ესაჭიროებათ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    გერმანული პინჩერის ისტორია მე-18 საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად, ჯიშის როლი ფერმების დაცვითა და მავნებლებზე ნადირობით შემოიფარგლებოდა. გერმანულ პინჩერს ამ მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა თვისება ჰქონდა. გონიერებამ, სისწრაფემ, მოქნილმა მოძრაობებმა და უსაზღვრო  ენერგიამ პინჩერი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად აქცია. 

    მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანულმა პინჩერმა ევროპის მასშტაბით გაითქვა სახელი. თუმცა, მე-20 საუკუნის შუა ხანებში, ჯიშის წარმომადგენელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიუხედავად, ვერნერ იუნგის მსგავსი მიზანდასახული სელექციონერების წყალობით, გერმანული პინჩერი ხელახალი მოშენების გზით გადაურჩა გადაშენებას. 

    არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ გერმანული პინჩერი  დობერმანის მინიატურული ვერსიაა. თუმცა, ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები გენეტიკურად სულაც არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.