ძაღლის ჯიშები

პეკინესი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

პეკინესი

გამორჩეული გარეგნობითა და მომხიბვლელობით ცნობილი პეკინესი ოდესღაც ჩინეთის სამეფო კარის საყვარელი თანამგზავრი იყო. სასახლეში ცხოვრებისთვის გამოყვანილი ეს ჯიში ისეთივე გაწონასწორებული და დამოუკიდებელია, როგორც ის იმპერატორები, რომლებიც მას ფლობდნენ. სწორედ ეს სიმშვიდე და მოსიყვარულე ხასიათი აქცევს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს ჩვენთვის იდეალურ ოთხფეხა მეგობრებად. 

მცირე ზომის მიუხედავად, ეს კომპანიონი ცხოველები თამამი და თავდაჯერებული ბუნებით არიან ცნობილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც პეკინესის ნდობას მოიპოვებთ და მისი დამოუკიდებელი ტემპერამენტის მიმართ პატივისცემას გამოავლენთ, ის ყველა დროის ყველაზე მოსიყვარულე და ერთგულ კომპანიონად იქცევა. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ყოველდღიური მოვლის საჭიროება
  • მეგობრული ხასიათი 
  • მოსიყვარულე ბუნება
  • თავდაჯერება
  • დამოუკიდებლობა
  • სიფრთხილე
  • სიმშვიდე
  • სიჯიუტე
  • მხიარულება
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    პეკინესის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 18-25 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 30-43 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    პეკინესის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 3-6 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    პეკინესის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    პეკინესის გრძელი, ფუმფულა ბეწვი რეგულარულ მოვლას საჭიროებს. საუკეთესო შემთხვევაში, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები რბილი სავარცხლით ყოველდღიურად უნდა დავვარცხნოთ. ეს ბეწვის ცვენის ინტენსივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გრუმინგთან დაკავშირებული დროისა და ენერგიის დასაზოგად, მფლობელები ხშირად პეკინესის ბეწვის მოკლედ შეჭრას ანიჭებენ უპირატესობას. 

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია